დეზინფორმაციის ახალი კამპანია


საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ხდება თავდასხმის სამიზნე.

ამჯერად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრის მხრიდან, რომლის აზრით, პირველ არხს კრემლი აკონტროლებს. სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს გიორგი გოცირიძე არა საია-ს, არამედ პირად მოსაზრებად აცხადებს, პოზიციას კი მედიის განვითარების ფონდის მიერ პირველ არხზე მომზადებული ბოლო კვლევით იმყარებს. საუბარია კვლევაზე, სადაც ავტორები გადაცემა „42-ე პარალელის“ სიუჟეტებში ანტიდასავლური რიტორიკის ნიშნებს ხედავენ. მათ მიერ რუსულ ნარატივად და პროპაგანდად მიჩნეული ფრაზები არა კონკრეტული სიუჟეტების ავტორებს, არამედ საერთაშორისო მკვლევარებს ეკუთვნით. ამავე კვლევაში ვხვდებით სხვა საეჭვო ტენდენციებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ განცხადებებს რუსული პროპაგანდის შესახებ მიზანმიმართული კამპანიის სახე აქვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან