,,გამა“-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია.

22.11.2018 02:05

22 ნოემბერს, ქალაქ რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავისა და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება ,,გამა“-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ორენოვანი ალბომი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერით დაიბეჭდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები მხატვრების მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ექსპოზიციას გაეცნენ. #ქვემოქართლი2018 #რუსთავი2018 #მხატვრები2018 #წიგნისპრეზენტაცია2018

გაზიარება: