შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

21.02.2018 01:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის თემაზე მომზადებული სასწავლო სახელმძღვანელოს - „კომუნიკაცია და კრიზისული სიტუაციების მართვა დროებითი მოთავსების იზოლატორში“ - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. აკადემიის ფსიქოლოგების მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში თავმოყრილია პენიტენციურ სისტემაში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და შესაბამისი რისკები, სუიციდის რისკ-ფაქტორები და პრევენციაზე ორიენტირებული, პრაქტიკული რეკომენდაციები, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, პენიტენციური სტრესი და კომუნიკაციის თავისებურებები სტრესის გავლენის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებთან, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური დახმარებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების თვითდახმარებისკენ მიმართული სტრატეგია და სტანდარტები. სასწავლო სახელმძღვანელოს მიზანია პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისა და სხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ეთიკის, მტკიცებულებებისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც თეორიული ცოდნის, ასევე, საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რაც კიდევ უფრო ეფეტურს და შედეგიანს გახდის მათ ყოველდღიურ საქმიანობას. პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, დროებითი მოთავსების იზოლატორის დირექტორი გიორგი მოსიაშვილი, ევროპის საბჭოს, სხვადასხვა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, არსებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სამართლებრივი ბაზის განახლებას. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს
04:10

ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში

ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების თემატიკაზე ტრენინგი უტარდებათ
00:54

შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების თემატიკაზე ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებას გადიან
02:03

შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მედია-სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ
05:09

მედია-სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება
01:39

შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საჯარო ლექცია ჩატარდა
00:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საჯარო ლექცია ჩატარდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-ს აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა
02:06

შსს-ს აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო