შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების თემატიკაზე ტრენინგი უტარდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეებისთვის ონლაინ ტრენინგი დაიწყო. ონლაინ კურსი აკადემიის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით ხორციელდება და მასში მონაწილეობას 4000-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს. ტრენინგის მიზანია სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება, საფრთხეებისა და რისკების დროული გამოვლენა, მათი შეფასება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სამართალდარღვევაზე სწორი რეაგირება. სწავლების მონაწილეები განიხილავენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნული ბრძანების თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები. ამასთან, განსაზღვრულია პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მკაცრად დაცვის ვალდებულება. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ახალი კორონავირუსით(SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ რეკომენდაციებზე. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ცესკო-ს და შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხოების უზრუნ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასწავლო კურსი შსს-ს თანამშრომლებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს თანამშრომლებს ონლაინტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიის მემორანდუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამირან გიორგაძის მხარდამჭერი აქცია თბილისში "ქართული ოცნების...
MarneuliFM Community radio
შსს-ს თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ
TV IMEDI
შსს-ს თანამშრომლებს კომპანია BP-მ მადლობის სიგელები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აშშ-ს პრეზიდენტმა შსს-ს თანამშრომლებს დიპლომი პირადად გადასც...
შინაგან საქმეთა სამინისტრო