ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლამ ამნისტიის კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვა და უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა. პოლიტიკური ძალა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს, ამავე დოკუმენტის პირველივე პუნქტში ჩაწერილი ამნისტიის აქტის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რამდენიმე კონსულტაციის და ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრაზე უცვლელი სახით და ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღეს. 77 მომხრე, 23 წინააღმდეგი - ჩანაწერი, რომლის ამოღებას ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, დარჩა. ამნისტიის აქტის გასავრცელებლად 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პირი ამნისტიაზე უარს არ უნდა ამბობდეს. კენჭისყრას წინ მწვავე დებატები უძღოდა. სიტუაცია ტრიბუნასთან ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ გამწვავდა. მოხდა რამდენიმე სიტყვიერი დაპირისპირებაც. ორი წლის წინ განვითარებული მოვლენები, რაზეც საერთაშორისო მედიატორმა მხარეებს ამნისტიის აქტის მიღება ურჩია, დღეს დარბაზში ურთიერთბრალდებების და ხმაურიანი გამოსვლების მთავარ თემად იქცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამნისტიის კანონპროექტის ცხარე განხილვა პარლამენტში
TV IMEDI
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კანონპროექტი ამნისტიის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამნისტიის კანონპროექტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამნისტიის კანონპროექტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 17:00 საათზე - 9 ივნისი, 2021 წელი
TV IMEDI