ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

24.05.2021 08:16

ვნებათაღელვა იზრდება შარლ მიშელის შეთანხმების პირველი პუნქტის გარშემო. ამნისტიის კანონპროექტის სახელისუფლებო ვერსიას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი ჩავარდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებული შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ 19-20 ივნისის საქმეში ბრალდებულ სამართალდამცველებზე ამნისტირებისთვის დაზარალებულ აქტივისტთა თანხმობა იყოს საჭირო, რაც მმართველი პარტიის პროექტში არ წერია. განხილვამ იურიდიულ კომიტეტში გადაინაცვლა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: