ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში


შარლ მიშელის შეთანხმების პირველი პუნქტის გარშემო დავა დღის წესრიგიდან არ იხსნება.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამნისტიის აქტის სახელისუფლებო კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ პირველ მოსმენასთან შედარებით დოკუმენტს მეტი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა ექნება. ოპონენტთა ძირითად უკმაყოფილებას ის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით ამნისტიის გასავრცელებლად პირი უარს არ უნდა აცხადებდეს. ოპოზიციის ნაწილი ასევე აპროტესტებს, რომ სამართალდამცველთა ამნისტირებისთვის დაზარალებულ აქტივისტთა თანხმობა პროექტში გათვალისწინებული არ არის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის. სხდომაზე იყო ხმაური და დაპირისპირება. 

თეონა მანაგაძე ადევნებს თვალს საკომიტეტო განხილვას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან