გიორგი მღებრიშვილი კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა

02/13/2016
Giorgi Mgebrishvili-ის მიერ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა.

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კონტრ-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:http://goo.gl/oHp5lp

ვიდეოები „Giorgi Mgebrishvili"-ისგან