გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა
სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედ კოლეგას, ანდერს იგემანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა ანდერს იგემანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული პოლიციისა და დნმ-ის ბანკის შექმნა, ასევე, ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავება. ორი ქვეყნის შს მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც ანდერს იგემანმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოს შს სამინისტროსთან ინტენსიური ურთიერთობების განვითარებას. „თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდამჭერია. სიახლისს სრუკლად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე : http://goo.gl/8P3r3T
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა
Giorgi Mgebrishvili
გიორგი მღებრიშვილმა შვედეთში სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის შს მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
N5 ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო საწარმო გაიხსნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
გიორგი მღებრიშვილი TCR International-ის დამფუძნებელ მარჩელო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა
Giorgi Mgebrishvili