გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის შს მინისტრს შეხვდა
ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თავის უნგრელ კოლეგას, შანდორ პინტერს შეხვდა. შს მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების და სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. შანდორ პინტერმა გიორგი მღებრიშვილს უნგრეთის შს სამინისტროს სტრუქტურაზე, მის ფუნქცია-მოვალეობებზე, სტრატეგიასა და მიზნებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც უნგრეთის შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის მანძილზე საქართველოსა და უნგრეთის საპოლიციო თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას. „რასაც ამ თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენი სურვილია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ ნებისმიერი მიმართულებით. სიამოვნებით გაგიზიარებთ და თქვენგანაც გავიზიარებთ სხვადასხვა ინფორმაციასა და გამოცდილებას“, - განაცხადა შანდორ პინტერმა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/pxbxT7
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
N5 ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო საწარმო გაიხსნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
გიორგი მღებრიშვილი TCR International-ის დამფუძნებელ მარჩელო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა
Giorgi Mgebrishvili
გიორგი მღებრიშვილი - მსურს ყველა პოლიციელი თავისუფალი იყოს გ...
PalitraNews
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო