გიორგი მღებრიშვილი ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვდა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ვისბადენში, ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრს, პეტერ ბოითს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. როგორც ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრმა განაცხადა, იგი უაღრესად მოხარულია ქართული მხარის გადაწყვეტილების გამო, გერმანიის ცალკეულ ფედერალურ მიწებთან პარტნიორობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს, განსაკუთრებით, სამართალდაცვით სფეროში. „გავეცანი იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდის მანძილზე ხორციელდება. ქვეყნის განვითარების გზა და თქვენი დამოკიდებულება საკითხებისადმი ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება და ამ მხრივ, მაღალ საფეხურზე დგახართ. ამდენად, ჩვენ მოხარული ვართ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობის. ის, რომ ფედერალური მიწების დონეზე ავითარებთ ურთიერთობებს, ნიშნავს, რომ კარგად გესმით გერმანიის ფედერალური მოწყობის საკითხი და შიდა უსაფრთხოების სტრუქტურების მუშაობა. თქვენი მხრივ, ეს უაღრესად სწორი გადაწყვეტილებაა, რასაც მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ მზად ვართ, საპოლიციო თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილთან საუბრისას პეტერ ბოითმა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/CxTtk9
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი მღებრიშვილი ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვ...
Giorgi Mgebrishvili
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის შს მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
N5 ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო საწარმო გაიხსნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
გიორგი მღებრიშვილი TCR International-ის დამფუძნებელ მარჩელო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა
Giorgi Mgebrishvili
გიორგი მღებრიშვილი - მსურს ყველა პოლიციელი თავისუფალი იყოს გ...
PalitraNews