დაეხმარეთ ძაღლს პატრონის პოვნაში... 30 იანვარი, 2021 წელი.

30.01.2021 01:16

ეს ძაღლი წავკისის გადასახვევთან ვნახე დღეს, 2021 წლის 30 იანვარს. 15-მდე მაწანწალა ძაღლების ხროვამ მოიმწყვდია და კარგი დღე არ ელოდა. ის კი გაქცევის ნაცვლად მანქანებს დასდევდა და ცდილობდა თავისი პატრონი ეცნო. ძლივს გამოვარიდე გაავებულ კოდლას. ვცადე სახლამდე მომეყვანა საჭმელად, მაგრამ არ წამომყვა. სამშვიდობოს რომ იგრძნო თავი, ისევ მანქანებს დაუწყო დევნა ორივე მიმართულებით. როგორც ჩანს პატრონს ბოლოს მანქანაში ახლდა. ან დაეკარგა, ან... გთხოვთ, დაეხმაროთ პატრონის პოვნაში. დიდი ხნის დატოვებული ან დაკარგული არ უნდა იყოს. არაა გაველურებული. © ველობლოგი My favorites list at Amazon ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/ Instagram ➜   / veloblogi   telegram ➜ https://t.me/veloblogi facebook ➜   / mobilisinmobilige   #ველობლოგი #cycling

გაზიარება: