ნანა კაკაბაძე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიების შეკითხვებს პასუხობს

01.12.2018 00:41

მოძრაობა  „არა ნაციზმს“-ის წევრი, ნანა კაკაბაძე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიების შეკითხვებს პასუხობს. ის დიღომში, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. შენობაში შესვლამდე კაკაბაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ჯგუფი ოფისში უკანონოდ შეიჭრა და მათი უფლებები არ შელახულა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო. „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრებს პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: