ნანა კაკაბაძემ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიების შეკითხვებს უპასუხა

01.12.2018 01:41

მოძრაობა „არა ნაციზმის“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. პოლიციის სამმართველოსთან კაკაბაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ჯგუფი ოფისში უკანონოდ შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო. მომხდარზე კომენტარს აკეთებს "რუსთავი 2"-ის იურისტი. მისი განმარტებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს კანონი არ დაურღვევიათ. მისივე განმარტებით, ვითარებაში გასარკვევად კი კაკაბაძეს, ძალის გამოყენების ნაცვლად სამართალდამცველებისთვის უნდა მიემართა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: