MULTIMEDIA.GE - მულტიმედია.
იხილეთ განცხადება ჩვენ ვებ საიტზე https://multimedia.ge/?p=2117 ან წაიკითხეთ ქვევით
----------------------------------------------------------
ორგანიზაცია “არა ნაციზმს” რომელსაც ნანა კაკაბაძე ხელმძღვანელობს, ოფისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს. საკითხი ეხება “რუსთავი2”-ის ჟურნალისტსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც არხის კორესპონდენტს ტერიტორია დაატოვებინეს. ორგანიზაციის მიერ, გარე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოც ვრცელდება, მათი განცხადებით ეს ასახავს იმ მომენტს, როდესაც ჟურნალისტი ვიდეოკამერის დეტალს კიბეზე დებს იმის ინსცენირებისთვის, რომ ის დაზიანებულია.
“2018 წლის 30 ნოემბერს ნანა კაკაბაძეს 17 საათსა და 54 წუთზე დაუკავშირდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ტელეფონის ნომრიდან 599306100. საუბარი გაგრძელდა 1 წუთი და 04 წამი. საუბრისას ჟურნალისტი ითხოვდა ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუს ჩაწერას, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ ის რუსთავი 2-ს ინტერვიუს არ აძლევდა ამ ტელეკომპანიის მხრიდან სისტემატურად გავრცელებული უსირცხვილო ტყუილების გამო. ჟურნალისტის ერთწუთიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მან ვერ მიიღო ინტერვიუზე თანხმობა.
ამის მიუხედავად, დაახლოებით 18 საათსა 45 წუთზე ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ოპერატორთან ერთად პროვოკაციის მიზნით ძალით შეიჭრა სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმის“ ოფისში, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ ნანა კაკაბაძე და მოძრაობის სხვა წევრები. დაუპატიჟებელი, არასასურველი სტუმრის ოფისში შეჭრის მიზანი აშკარად პროვოკაციის მოწყობა იყო, ვინაიდან ჟურნალისტმა კარგად იცოდა, რომ ნანა კაკაბაძე მას ინტერვიუს არ მისცემდა. მიუხედავად მის მიმართ არაერთი მოწოდებისა, რომ ოპერატორთან ერთად დაეტოვებინა ოფისი, ჟურნალისტი აგრძელებდა გამომწვევ, თავხედურ, პროვოკაციულ მოქმედებას და ცდილობდა იქ მყოფების წონასწორობიდან გამოყვანას.
ბოლოს, მას იძულებით დაატოვებინეს ოფისის ტერიტორია, რა დროსაც მან დააზიანა ოფისის შესასვლელი კარის სახელური. ამის შემდეგ რუსთავი 2-სათვის ჩვეული მოდელირებით 21-საათიან საინფორმაციო გადაცემაში გამოაცხვეს თითქმის 10-წუთიანი სიუჟეტი, რომელშიც უბადრუკად ცდილობდნენ საკუთარი ჟურნალისტი წარმოეჩინათ თავდასხმის მსხვერპლად, ხოლო მათი ვიდეოკამერა – დაზიანებულად. სინამდვილეში ოფისის შესასვლელთან დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა, თუ ინციდენტიდან 10 წუთის შემდეგ როგორ ბრუნდება ოფისში ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, როგორ ამოდის კიბეზე და ოფისის შესასვლელ კართან როგორ დებს ვიდეოკამერის ვითომდა დაზიანებულ ხუფს, ხოლო ნიკა გვარამია ტრაგიკული ტონით აცხადებს, რომ თურმე მათი ვიდეოკამერა დაზიანდა და გამოუსადეგარია. არადა სწორედ ამ ვიდეოკამერით არის გადაღებული და რუსთავი 2-ზე გასული არაერთი კადრი ინციდენტის შემდეგ. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა რუსთავი 2-მა საკუთარი სახე.”- ნათქვამია განცხადებაში.