„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე პროკურატურას მიმართავს, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობა შეისწავლოს. კაკაბაძე ლონდა თოლორაიას უმოქმედობაში და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. ნანა კაკაბაძისთვის გაუგებარია, იმ ფონზე, როდესაც ლონდა თოლორაია აჯარიმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დარღვევისთვის, იგივეს რატომ არ აკეთებს და არ აჯარიმებს იმ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებმაც გაასაჯაროვეს სუს-ის ცრუ ჩანაწერები, რომელშიც მათ შორის იყო ფაილი ნანა კაკაბაძეზე. ნანა კაკაბაძის თქმით, ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას კადრია. ნანა კაკაბაძის ბრალდებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წერილობით პასუხობენ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება და შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი, არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ დამუშავებაზე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას რეაგირება მოახდინოს ასეთ ფაქტებზე“, - წერია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის
ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადება ვადამდელ არჩევნებსა და ს...
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის
ნანა კაკაბაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნანა კაკაბაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster