ჩანთის ჩალაგება
ზურგჩანთის სწორად ჩალაგება ერთერთი საბაზისო და ამასთან აუცილებელი უნარია რომელიც თითოეულ მოლაშქრეს უნდა გააჩნდეს. საქმე მარტივადაა, ჩაბარგებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ კრიტერიუმს, ნივთების წონასა და მათი გამოყენების სიხშირეს. მძიმე ნივთები თავსდება ზურგის მიმართულებით, მხრების კუნთების გასწვრივ, მსუბუქ აღჭურვილობას ვდებთ ჩანთის ძირში, ხოლო საშუალო წონის ნივთები შეავსებენ დარჩენილ სივრცეს. ასეთი გადანაწილება უზრუნველყოფს ჩანთის გრავიტაციის ცენტრისა და მოლაშქრის გრავიტაციის ცენტრის სიახლოვეს, შესაბამისად უკეთესს ბალანსსა და ნაკლებ დაღლილობას. მეორე კრიტერიუმის მიხედვით ნივთები რომლებიც დაბანაკებამდე არ გვჭირდება მიდის ზურგჩანთის ქვედა განყოფილებაში, იშვიათად გამოყენებადი ნივთები ჩანთის ძირითად შუა ნაწილში, ხოლო ისეთი აღჭურვილობა რომელიც წამდაუწუმ გვჭირდება თავსდება ჩანთის ზედა და გარეთა ჯიბეებში. ზამთრის ლაშქრობისას სწრაფი მოქმედებისთვის ასევე გარედან უნდა მივუმაგროთ ზვავის ატრიბუტიკა - ზონდი და თოვლის ნიჩაბი ეს თეორია რომ პრაქტიკაში გადმოვიტანო, გაჩვენებთ თუ კონკრეტული აღჭურვილობა როგორ გადანაწილდება. ვინაიდან საძილე ტომარა, ძირსაგები და ღამის ტანსაცმელი დაბანაკებამდე არ დამჭირდება და თან მსუბუქიცაა ყოველთვის თავსდება ჩანთის ძირში, შემდეგ ვდებ თავშესაფარსა და ისეთ თბილ ტანსაცმელს რომელის ამოღებაც დღის ბოლომდე არ გახდება აუცილებელი, მხრებთან ზურგისკენ მივუჩენ ადგილს საჭმელსა და წყლის მარაგს რაც ჩვენი სათრევი აღჭურვილობის ყველაზე მძიმე ნაწილია, გარშემო სამზარეულოს ატრიბუტიკა, დამატებითი ტანსაცმელი, გამაშები, და ისეთი ნივთები რომლებიც მხოლოდ რამდენჯერმე დაგვჭირდება სიარულისას. აფთიაქი, ფანარი, ჯიპიესის ელემენტები, მრავალფუნქციური დანა, ბინოკლი, ერთი-ორი სნიკერსი - ყველაფერი ეს ადვილად ხელმისაწვდომ ზედა ჯიბეში იგივე ჩანთის ტვინში ლაგდება მარტივი გამოყენებისთვის, ცივ პერიოდში ლაშქრობისას აქვე თავსდება ქუდი, ხელთათმანი და სურვილისამებრ თხელი საწვიმარიც შესვენებებზე ჩასაცმელად. გვერდითა გარე ჯიბეში ვდებ ნახევარლიტრიან წყლის ბოთლს, ხოლო საპირისპირო მხარეს ვაბალანსებ რაიმე ჯგუფური აღჭურვილობით მაგალითად ცულით, თქვენ შეგიძლიათ ძირსაგები მიაბათ, ისე კი რაც ნაკლები ნივთია ჩანთის გარედან მიმაგრებული მით უკეთესია ბალანსი და გაუკვალავ ვიწრო ბილიკებზე სიარულიც უფრო მარტივია. ყოველთვის ეცადეთ წონა ჩანთის მარჯვენა და მარცხენა მხარეს თანაბრად გადაანაწილოთ რათა საუკეთესო ბალანსი შეინარჩუნოთ. ზოგიერთი ზურგჩანთის წელის ქამარს პატარა ჯიბეები მოყვება, საუკეთესო ადგილი კამფეტების და სასუსნავების შესანახად. ჩანთის სწორად ჩალაგება გაგიმარტივებთ ტვირთის ტარებას და გაცილებით დაზოგავს თქვენს კუნთებსა და ენერგიას. თუკი მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო გთხოვთ გამოიწეროთ და მაქსიმალურად გააზიაროთ ჩვენი იუთუბის არხი, ამით გვეხმარებით. პროდიუსერი თინათინ მუმლაძე ჩვენი პროექტის მხარდამჭერები არიან ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი https://www.facebook.com/fondi.ge/?fr... საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია https://www.facebook.com/Administrati... საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი https://www.facebook.com/Sazogadoebri...
მსგავსი ვიდეოები
ბატონო ბიძინა, ბევრად დიდი ჩანთის ჩალაგება მოგიწევთ - დიმიტრ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#საქმიანები - პური და ღვინო
Business Media Georgia
ხელჩანთა "პეპელა" ყაისნაღით. ნაწილი IV.
Tamar Partskhaladze
ჩანთის საკიდის ქსოვა ყაისნაღით
ჭია•chia ვისწავლოთ ქსოვა
ჩანთის დათვალიერება
Elene Ele
ჩანთის დათვალიერება.
Anastasiaდებილო Talaxadze
ჩანთის საუკეთესო მოდელები
s wengie Mtavarashvili
ჩანთის ქსოვა , ყაისნაღით ქსოვა, ქისის ქსოვა, კოსმეტიკის ჩა...
Tamaris Handmade