პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ჯ. დააკავეს. მას ბრალი ედება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევაში. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ამავე კორპუსში მცხოვრები მ.ჯ. შენიშნეს, რომელიც კომენდანტის საათს არღვევდა. პოლიციის თანამშრომლებმა იგი გააფრთხილეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც სამართალდამრღვევი მოქალაქე არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ მ.ჯ.-ს ოჯახის წევრები და მეზობლები, რომელთა დახმარებით ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა. მომხდარი ინციდენტის შედეგად, პოლიციელებმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აქციაზე პოლიციის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციაზე პოლიციის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შშმ პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კუნთებით ვერ შეგვაშინებენ“ - ირაკლი წიგნაძეს პოლიციამ ლეონი...
რადიო თავისუფლება
გამოძიება ძალადობის ფაქტებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
video 1555515439
lasha shukakidze
დაკავებულების სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster