შსს-მ რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირი დააკავა

17.09.2020 00:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული ბ.ბ. და ამავე წელს დაბადებული ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა პატრულირებისას, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 -მდე ახალგაზრდა შენიშნეს,რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს. ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ რუსთავში ბინის ქურდობის ფაქტი აღკვეთა
01:08

შსს-მ რუსთავში ბინის ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
00:43

შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
00:40

შსს-მ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
01:39

შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ რუსთავში თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
00:50

შსს-მ რუსთავში თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
00:36

შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის რუსთავში ერთი ადამიანი დააკავა
00:28

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის რუსთავში ერთი ადამიანი დააკავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ 2 პირი რუსთავში დააკავა
00:27

შსს-მ 2 პირი რუსთავში დააკავა

info rustavi

ყველა ვიდეო