video 1555515439

04/20/2019
lasha shukakidze-ის მიერ

მოგახსენებთ, რომ ვიცავ მსჯავრდებული რომან ნაკაშიძის ინტერესებს, რომლის მიმართაც ხორციელდება უკანონო პოლიტიკური და სამართლებრივი დევნა. რაც გამოიხატა შემდეგ გარემოებებში: 2016 წელს ბათუმის პოლიციამ უკანონოდ დააკავა რომან ნაკაშიძე და ეჭვგარეშეა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა უკანონო ქმედება. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების მხირდან მოხდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო ჩადება. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მოპოვებული მტკიცებულებისა და განცხადებისა, რომ პროკურატურას ჩაეტარებინა გენეტიკური ანალიზი, მოეპოვებინა აუცილებელი მტკიცებულებები მათ შორის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სათვალთავლო ვიდეო კამერის ჩანაწერების ამოღება, სადაც ნათლად გამოჩნდებოდა, რომ პოლიციას ჩხრეკა არ განუხორციელებია და რომან ნაკაშიძე პირდაპირ გადაყვანეს პოლიციის მანქანით. ბათუმის პროკურატურამ და პოლიციამ დაკისრებული მოვალეობა შეუსრულებლობის შემდეგ დაცვის მხარემ ჩაატარა გენეტიკური ანალიზი, რითიც დადგინდა, რომ ნარკოტიკულ საშუალებასთან, რომელიც ამოღებული იქნა, რომან ნაკაშიძის ჩხრეკის შედეგად, არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. პროკურატურის ბრალდებას, რომ რომან ნაკაშიძემ ვითომ და ამოღებული ნარკოტიკი შეიძინა თურქეთის ტერიოტორიაზე და რამდენიმე დღის განმავლობაში თან ატარებდა ექსპერტიზის დასკვნა აბსურდულს და დაუსაბუთებელს ხდის. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ბათუმის საქალაქო სასამართლო იძულებული გახდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი და 2016 წლის 6 იანვარის განაჩენით რომან ნაკაშიძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ბრალად წარდგენილ ქმედებაში. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ორი პოლიციელის ირიბი ჩვენება არსებობდა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან უთვალთვალებდნენ რომან ნაკაშიძეს. თუმცა, მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა და არ არის ერთმანეთთან კავშირში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რომან ნაკაშიძის მიმართ განხორციელდება მიზანმიმართული და უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამარლომ 2017 წლის 3 აგვისტოს სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად გააბათილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იგი დაეყრდნო მხოლოდ ორი მოწმის ირიბ ჩვენებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა დააზარალებდა არა მხოლოდ იმ პოლიციელებისა და პროკურორის ინტერესებს, რომლებიც უშსუალოდ მონაწილებოდნენ რომან ნაკაშიძის წინააღმდეგ განხორციელებ უკანონო ქმედებებში არამედ იმ პირებსაც, რომლთა დავალებითაც მოქმედებნენ ზემო ხსენებული თანამდებობის პირები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გავასაჩივვრეთ უზენაეს სასამართლოში. აღნიშნული საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რომან ნაკაშიძის ძმის, მურმან ნაკაშიძის საქმეც სწორედ ამ მოსამართლეს ჰქონდა განსახილველად. ნამდვილად ბადებს ეჭვს ის ფაქტი, რომ ოჯახის ორი წევრის საქმე, რომელთა წინააღდმდეგაც მიმდინარეობს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა, ეწერება ერთი და იმავე მოსამართლეს. უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ბათუმის პოლიციამ აიძულა არაერთი მოწმე მიეცათ ჩვენება რომან ნაკაშიძის წინააღმდეგ. ნარკოტიკის ჩადების ფაქტს ადასტურებს მოწმე, რომელიც იმ დორისთვის პოლიციაში მუშაობდა.(https://www.facebook.com/lasha.shukak.... ყოველივე ზემო აღნიშნული ადასუტრებს, რომ რომან ნაკაშიძე არის კიდევ ერთი ადამიანი სახელმწიფოსთვის რომლის წინააღმდეგაც დევნა ხორციელდება უკანონოდ.
გარდა ამისა, რომან ნაკაშიძე ბათუმის პოლიციის მხირდან იდევნებოდა საკმაოდ ხანრგძლივი პერიოდის მანძილზე. 2015 წლის მაისში რომან ნაკაშიძეს წარედგინა უკანონო ბრალდება ძალადობის მუხლით. მას ბრლადად დადო სასტუმრო ,,ელეგანტის’’ დაზიანება. აღნიშნული საქმის განხილვა წლების განმავობაში მიმდინარეობდა, ვინაიდან სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები გადაწყვეტილების გამოსატანად. ბათუმის პოლიცია ამ შემთხვევაშიც არ ერიდებოდა ძალადობის გამოყენებას მოწმეების დასაკითხად და სასურველი ჩვენების მისაღებად.
ვინაიდა, დაცვის მხარე მივიჩვნევთ, რომ რომან ნაკაშიძის წინააღმდეგ ამ შემთხვევაშიც გამოვიდა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ვაგრძელებთ ბრძოლას გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად, რისთვისაც აუცილებელი იყო მოწმეების გამოკითხვა და შესაბამისი ოქმების შედგენა. ამ მიზნით 2019 წლის 2 მარტს განვახორციელე ვიზიტი ქ. ბათუმში. რამდენიმე დღეში რომან ნაკაშიძის სახლი დაიწვა, რომელიც დაკეტილი იყო და შესაბამისად გათბობისა და ელექტრო-სისტემა გამორთული იყო. (   • ლაშა შუკაკიძე   ). მომხდარი ფაქტი პირდპაირ უკავშირდება რომან ნაკაშიძის წინააღმდეგ განხორციელებულ მიზანმიმართულ დევნას. მიუხედავად იმისა რომ დაიწყო გამოძიება, პოლიციას არ გამოუკითხავს პირი, ვინც უწყებას ხანძრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ყოველი ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩან, რომ რომან ნაკაშიძის წინააღმდეგ მიმდინარეობდა უკანონო და სისტემატიური სისხლის სამართლებრივი დევნა. დღეს კი სახელმწიფო აგრძელებს მის მუქარასა და დაშინებას რათა შეწყვიტოს რომან ნაკაშიძემ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა.