თელავში ერეკლეობის დღესასწაულისთვის ემზადებიან

06.11.2022 01:13

თელავში ერეკლეობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი და პავილიონების მოწყობა მიმდინარეობს. დღესასწაულის ორგანიზატორები სტუმრებს არაერთ შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ჰპირდებიან. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-ისტორიული კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით „მეფე ერეკლეს ეპოქა“. თელავის ისტორიული მუზეუმი კი გამოფენა „ერეკლე მეორე - საქართველოს უკანასკნელი ლომს“ უმასპინძლებს.

დღის ბოლოს იგეგმება საპატიო თელაველების დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania