https://www.facebook.com/Wines.of.Geo...
დელეგაციას ღვინის ინგლისელი მაგისტრი და ნატურალური ღვინის პრესტიჟული ფესტივალის \"როუს\" ორგანიზატორი იზაბელ ლეჟერონი ხელმძღვანელობს. სტუმრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ სასტუმრო \"რედისონში\" უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მაისში ფესტივალი გაიმართება, რომელზეც ნატურალური ქართული ქვევრის ღვინოების გარდა, ისეთი ტრადიციული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა ქართული თაფლი, ჩირი და ყველი. ვიზიტის ფარგლებში, ინგლისელი სტუმრები თბილისს, მცხეთასა და სიღნაღს დაათვალიერებენ, ასევე ქართულ ტრადიციულ ღვინოებსა და კერძებს დააგემოვნებენ. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს ცნობილი გამოცემებისთვის მოამზადებენ.