უკრაინაში ომი გრძელდება - საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს

27.03.2023 00:47

უკრაინაში ომი გრძელდება - საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონის ათ დასახლებულ პუნქტზე, ასევე ხარკოვის ოლქში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 600-ზე მეტი რუსი სამხედრო გაანეიტრალეს, ასევე ააფეთქეს ათობით ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონები სამჯერ დაბომბა. უკრაინელმა სამხედროებმა გასულ ღამეს ოკუპანტების 60-ზე მეტი თავდასხმა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: