„თბილისი პრაიდის“ და აქციების ორგანიზატორების გეგმები

19.06.2019 06:23

უცვლელი რჩება ლევან ვასაძის და მისი თანამოაზრეების გეგმა. „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული მსვლელობის მოწინააღმდეგეები პოლიციას მსვლელობის ორგანიზატორების დაკავებას სთხოვენ და პირობას დებენ, რომ ლგბტქ თემს მარშის მოწყობის საშუალებას არ მისცემენ. ნეგატიურ კონტექსტში ბიზნესმენ ვასაძის მიმართვის ადრესატები დღეს კიდევ ერთხელ გახდნენ ელჩებიც. მსგავსი განცხადებების მიღმა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს ხედავენ უფლებადამცველები, რომლებიც მსვლელობის დღეს მოსალოდნელ მაღალ რისკებზე მიუთითებენ და სამართალდამცავ უწყებებს წესრიგის და უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ავრცელებს ამერიკის საელჩოც. კიდევ ერთ მიმართვას აქვეყნებს საპატრიარქო, რომელიც ამჯერად სასულიერო პირებს მიმართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: