საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინდელ აქციებზე ადმინისტრაციული წესით 100 პირი დააკავა. მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ამასთან, ბრალდებულის სახით დააკავეს 32 წლის მამაკაცი, „პალიტრანიუსის“ ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. კიდევ ერთი პირი კი საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინის დაზიანებისთვის აიყვანეს. გუშინდელ აქციაზე დაპირისპირებისას პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათი ნაწილი ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიყვანა. აქციები რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით დასრულდა. პარლამენტის შენობის წინ ის ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც მდუმარე აქციაზე 5 ივლისის ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად მივიდნენ. ქაშუეთის ეკლესიასთან კი, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იდგნენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციამ ტერიტორიიდან ათეულობით ადამიანი გაიყვანა. მათ პარლამენტთან გადმონაცვლება სურდათ და სამართალდამცველთა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. მოგვიანებით, პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. კონტრაქციის მონაწილეები კი საკანონმდებლო ორგანოსთან გადავიდნენ და პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 12 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - ურთიერთგამომრიცხავი გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - თეონა ხუბულავას ჩართვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - ნოდარ ჩაჩუას ჩართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster