#მოამბე 21 საათზე, 12 ივლისი, 2021 #LIVE

12.07.2021 02:44:40

• საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - რამდენიმე მედია საშუალების მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები პრემიერისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ; მოვლენები ქვეყნის მთავარი გამზირიდან • საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე დაპირისპირებამ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა - ცალკეულ მედია ორგანიზაციათა წარმომადგენლები ოპოზიციის ლიდერებთან ერთად შენობაში შესვლას ეცადნენ, რის შემდეგაც დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ • პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 5 ივლისის მოვლენების უკან დესტრუქციული პოლიტიკური ძალები იდგნენ და ოპონენტებს მოუწოდებს, რევოლუციური გეგმები დაივიწყონ - ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ძალადობის წახალისებად აფასებს • ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს იწყებს და პარლამენტში დასაბრუნებლად ახალ პირობებს აყენებს - „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ იმ სხდომებს დაესწრება, სადაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები განიხილება, „ლელო“ კი პროცედურის დაწყებას აანონსებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: