დავა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე


„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციებს დროებით წყვეტენ.

ლევან ვასაძე და გურამ ფალავანდიშვილი მხარდამჭერებთან ერთად ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ პარლამენტი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. საუბარია 2014 წელს ვნებათაღელვის ფონზე მიღებული კანონის იმ ნაწილის შეცვლაზე, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ეხება.

კანონმდებლობა, რომლის ამოქმედების ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით აიღო, კრძალავს ადამიანის დისკრიმინაციას, მიუხედავად რაიმე ნიშნით გასხვავებულობისა.

მმართველ გუნდში დოკუმენტის გადახედვის და კორექტირების საკითხი არ განიხილება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან