ნაფიცი მსაჯულების განაჩენი როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე

13.03.2024 06:46

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე განაჩენი გამოტანილია. აჭარის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავეებად სცნეს. როინ შავაძის საქმის 12 ფიგურანტიდან ორი გასამართლებულია და 12-12-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ალი ბალაძის და მამუკა ბერიძის ვერდიქტს განსასჯელთა ოჯახების მწვავე პროტესტი მოჰყვა. თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ქობულეთის გზაზე მოკლეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ მკვლელობის მანამდე დასახელებული ვერსია თავდაყირა დააყენა. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ბრალდებულებს შორის არიან აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე, რომლებსაც შავაძის უკანონო დაკავების ორგანიზებაში და განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი. 16 წლის წინ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში დაკავებულ და მოგვიანებით ქობულეთის გზაზე ჩაცხრილულ სერჟანტს, სხეულზე 40 ჭრილობა აღენიშნებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

როინ შავაძის მკვლელობის საქმე
00:52

როინ შავაძის მკვლელობის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2024 #LIVE
00:00

#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად  ცნო დამნაშავედ
01:36

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავე...

საქართველოს პროკურატურა

მირიან ნიკოლაძის განცხადება

მირიან ნიკოლაძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვერდიქტის მოლოდინში  - რა განაჩენს გამოუტანენ ნაფიცი მსაჯულები კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას
04:06

ვერდიქტის მოლოდინში - რა განაჩენს გამოუტანენ ნაფიცი მსაჯულე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმე
01:24

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ
00:33

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მკვლელობ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
01:16

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტი ქუთაისის საქალაქო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო