ბელა გიჯაშვილი - ფერმერი ცაიშიდან
"სულ მაინტერესებს, ჩვენ, ფერმერები რატომ არ უნდა ვიყოთ სახელმწიფოს ინტერესის სფეროში. აი, მე ვარ ქალი, დედა ვარ, დიასახლისი...ამას ვაკეთებ ჩემი ოჯახისთვის, სხვების ოჯახებისთვის, სტიმული ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს?! აბსოლუტურად არავინ არ გრძნობს იმას, რომ რაღაცას ვსაქმიანობთ, რაღაცას ვაკეთებთ, სამწუხაროდ". გვეუბნება 52 წლის ბელა გიჯაშვილი და თავის კიტრის სათბურს გვათვალიერებინებს. სასათბურე მეურნეობით 5 წლის წინ დაინტერესდა. პროფესიით იურისტმა, ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობის შემდეგ, ცაიშში, ქმრის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კიტრის მოყვანა გადაწყვიტა. საკუთარი სახსრებითა და ბანკში აღებული აგროსესხით 700 კვადრატულ მეტრზე სათბური მოაწყო, სხვა ქალებიც დაასაქმა და როგორც თვითონ ამბობს, საკმარისი გამოცდილებაც შეიძინა. "არანაირი გამოცდილება არ მქონდა, თავიდან აგრონომის დახმარებით, ახლა კი მე თვითონ მომყავს ჩემი პროდუქცია და ვამუშავებ სათბურს. პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა. ზოგჯერ კი მჭირდება სპეციალისტის კონსულტაცია, მაგრამ მეტწილად საკუთარი ძალებით ვერევი მოსავალს. თვითდასაქმებულებიც ვართ, საქმდება ის ხალხიც, ვინც სოფელში ცხოვრობს, ადგილობრივია და უმუშევარი. ამათ, როგორც ოჯახის წევრებს ისე ვესაუბრები", - ამბობს ბელა და კიტრის ყვავილებს უყურებს. ვრცლად ნახეთ ბმულზე: https://bit.ly/3dpeaHX რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ფერმერი ცაიშიდან, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ზარალს ითვლის
Radio Atinati
საბა გურაშვილი , რომა მასწავლებლის ნიჭიერი მოსწავლე - Ciao B...
Roma Tsnoreli
#დღისკოდი ქართული ფუტურიზმის 100 წელი #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოსო გოგაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყველაფერი, რაც გინდოდათ გცოდნოდათ COUB - ზე, მაგრამ გეშინოდა...
Litagora
შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე "უისელ სტოპში"
Litagora
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის „ტერფსიქორე - 2018...
TAFU EDU
„მერე ვნახოთ რა იქნება“ პრემიერა თუმანიშვილის თეატრში
culturegovge culturegovge