სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი დალუქა

26.03.2021 01:54

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა: · ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147. კგ ვადაგასული ხორცი · შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი · შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი · შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას. ასევე სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს – შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.“ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5). სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 ჩვენი ვებ გვერდი: MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვა დაიწყო
01:41

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწა...

Radio Atinati

ვადაგასული ხორცის ამოღება
00:48

ვადაგასული ხორცის ამოღება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თხილის შემდეგ აზიური ფაროსანა სიმინდს ანადგურებს
01:21

თხილის შემდეგ აზიური ფაროსანა სიმინდს ანადგურებს

Radio Atinati

დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა
03:43

დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა

Radio Atinati

თევზის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თევზის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქიმიკატების და პესტიციდების კონტროლი დაიწყო 16 03 21
02:05

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქიმიკატების და პესტიციდების კონ...

მეცხრე ტალღა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვებს ქართული პროდუქცია გადასცა
00:47

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვებს ქართული პროდუქცია გადა...

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება
01:53

სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო