#მოამბე 21 საათზე, 30 მაისი, 2024 #LIVE

30.05.2024 01:02:25

• ოპოზიციის ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობას რეგიონიდან დასავლური ინტერესის განდევნის სურვილით ხსნის და სტრატეგიულ-გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პორტის ჩინური ინვესტიციებით მშენებლობას ეწინააღმდეგება - ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლებული მამუკა ხაზარაძე, რომელიც პორტის მშენებლობისთვის რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მსხვილ ჩინურ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საზეიმო ვითარებაში აფორმებდა, ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვებას რუსულ ინტერესს უკავშირებს; ხელისუფლება ოპონენტებს მასშტაბური პროექტის ჩასაშლელად მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს • საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ჩინეთში პირველი ავიარეისი სრულდება - უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, გადაწყვეტილების მნიშვნელობა და მოლოდინები; დეტალები თბილისის აეროპორტიდან • გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამდე ფონდი „ფეა თრიზი“, რომლის ვებ-გვერდიდან ბორდის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიის დაინტერესების შემდეგ გაქრა, საქართველოში საქველმოქმედო პროექტების შეწყვეტის შესახებ აცხადებს - ხელისუფლების ოპონენტები სოციალური პროექტების დაფინანსების შეწყვეტას სხვა უცხოური ფონდებიდანაც ელოდებიან; მმართველი გუნდი ფონდის პოზიციას წინასწარ დაწერილი გეგმის ნაწილს უწოდებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას შორის გარიგებებზე საუბრობს, რის შედეგადაც ოპოზიცია ფარულ დაფინანსებას იღებს • თბილისის ორ დიდ რაიონს, ბაგებსა და საბურთალოს დღეიდან სამანქანო ხიდი აკავშირებს - ოთხზოლიანი, თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო ხიდის გახსნა, რომელიც მთლიანად ქართველმა ინჟინრებმა დააპროექტეს და პროექტის ფარგლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურა ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: