პირველი დაბადების დღე 4 წლის შემდეგ - 29 თებერვალს დაბადებული ალექსანდრე
02/28/2024
Radio Atinati-ის
მიერ
ალექსანდრე მოლაშხია 4 წლისაა. 2020 წლის 29 თებერვალს, ნაკიან წელიწადს დაიბადა, ამიტომაც წელს პირველად ექნება „ნამდვილი“ დაბადების დღე. თვითონ კონკრეტული თარიღის შესახებ ბევრი არაფერი იცის, თუმცა, მშობლები დღეობის აღსანიშნად ახლა განსაკუთრებულად ემზადებიან. გასულ წლებში კი დაბადების დღის წვეულებას პირველ მარტს აწყობდნენ.
„ალექსანდრე, ჯერჯერობით, ვერ აცნობიერებს იმას, რომ მისი დაბადების დღე ოთხ წელიწადში ერთხელ არის. მისთვის მთავარია, რომ დაბადების დღე გადავუხადოთ და გამოხატოს თავისი სიხარული, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს და ვერ ხვდება კონკრეტულ რიცხვს, რომ მისი დაბადების დღე 29 თებერვალს არის“, - ამბობს იუბილარის მამა ალექსანდრე.
მამის სეხნია უკვე 4 წლის ბიჭის საყვარელი საქმიანობა ხატვა და ბურთის თამაშია, დადის ბაღში, ერთობა თანატოლებთან ერთად და წლიდან წლამდე, ნაკიან წელიწადს დაბადებული ალექსანდრე, ისევე, როგორც ბავშვების უმრავლესობა დაბადების დღისა და საჩუუქრების მოლოდინშია. მერე რა, რომ 29 თებერვალი ოთხ წელიწადში ერთხელაა.
რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm