ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი “სოლარი” ნასაში გაემგზავრება
2016 წლის 12 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გამართა. ფინალში მონაწილეობა მიიღო ათმა კონკურსანტმა გუნდმა, რომელიც 34 მოსწავლისგან შედგებოდა. გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველ ადგილზე გავიდა ახალი ლიცეუმისა და აია-GESS-ის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი „სოლარი“ პროექტით - „მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“. შესაბამისად, გუნდი „სოლარი“ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში (http://www.conradchallenge.org/), რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 - 24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center), აშშ–ში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის გუნდების პროექტებმა „პროცესორიდან ნეირონამდე“ და „მემბრანული კინემატიკური წყვილებიანი ორიგინალური განშლადი კონსტრუქციის დიზაინი“. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოეს კომპანია Geocell-მა, აჭარა ჯგუფმა და საქპატენტმა. ფინალის მონაწილე ათივე გუნდი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა კერძო სექტორის მიერ. აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილე ექვს 12-ე კლასელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, კენ უოლშმა გადასცა 50 პროცენტიანი სტიპენდია, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში. კონკურსანტებს მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
MES Georgia-ის სხვა ვიდეოები
ქართული ენის სწავლება და პოპულარიზაცია უცხოეთში /...
პირველკლასელთა რეგისტრაცია
საზოგადოებრივი კოლეჯი "აისი"
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ წარმატებით ხორც...
04:15
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“...
01:52
სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა
15:34
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
01:28
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელ...
მსგავსი ვიდეოები
„ათასწლეულის ინოვაციის“ გამარჯვებული გუნდი საქართველოში დაბრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ნასას კოს...
TV IMEDI
„ნასას“ კონკურსის გამარჯვებულები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიბერთი აგრძელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მხარდაჭერა...
Liberty • ლიბერთი
#ახალიდღე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტემ ვებინარი „რადიაციის კვლევის, უსაფრთხოებისა და მონიტორინ...
განათლების ელექტრონული სახლი
მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - 2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster