„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები და საგრანტო პროგრამის პროტენციური განმცხადებლები დაესწრნენ. ღონისძიება „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 16 მილიონი აშშ დოლარი. შეხვედრა გახსნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე სონია შარიგიანი და პროექტის ხელმძღვანელი დევიდ ჰენდლი. საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი. გრანტების მოცულობა განისაზღვრება 300,000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში. აპლიკაციის პროცესი შედგება ორი ნაწილისგან: კონცეფციის წარმოდგენა და სრული განაცხადის წარდგენა (მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეული აპლიკანტებისთვის). კონცეფციის წარდგენის ვადაა 14 სექტემბერი, 2015. საგრანტკო კონკურსი 2015 წლის 15 ივლისს გამოცხადდა: http://mcageorgia.ge/index.php/main/r...
MES Georgia-ის სხვა ვიდეოები
ქართული ენის სწავლება და პოპულარიზაცია უცხოეთში /...
პირველკლასელთა რეგისტრაცია
საზოგადოებრივი კოლეჯი "აისი"
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ წარმატებით ხორც...
04:15
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“...
01:52
სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა
15:34
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
01:28
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელ...
მსგავსი ვიდეოები
"პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის"
tv obieqtivi
გადაუდებელი დახმარების ოპერატორის პროფესიული პროგრამა
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ISWD Project
გამოფენა "პროფესიები მომავლისთვის"
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ISWD Project
კოლეჯი სპექტრი - პროფესია "ელექტრიკოსი"
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ISWD Project
პროფესია - შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგი...
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ISWD Project
კოლეჯი სპექტრი - პროფესია "შემდუღებელი"
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ISWD Project
#ნაშუადღევს პროფესიული განათლების კვირეული 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა
Giorgi Kvirikashvili