საქართველოს პირველი არხის განცხადება

27.05.2019 01:21

საქართველოს პირველი არხი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს დებატებში მონაწილეობას სთავაზობს:  ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძესა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ლადო კახაძეს. თანხმობის შემთხვევაში, დებატების ფორმატი მონაწილეებთან შეთანხმდება. საქართველოს პირველმა არხმა თოქ-შოუში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” შუალედური არჩევნების პირველ ტურში 14 კანდიდატს შორის გამართა დებატები. დებატები გაიმართა მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორისაც.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi