საქართველოს პირველი არხის განცხადება


კორონავირუსის გამო საქართველოს პირველი არხი პრევენციულ ზომებს იღებს.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულია პირველი არხის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ამიტომ თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავა, სამხურებრივი მოვალეობის შესრულებისგან დროებით გათავისუფლდებიან ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და სხვა რისკ-ჯგუფში შემავალი პირები. ტელევიზია დროებით ზღუდავს იმ გადაცემების ჩაწერას, რომელშიც ბავშვები, მოზარდები და სხვა რისკ-ჯგუფში შემავალი პირები მონაწილეობენ. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე განისაზღვრა ახალი საპროგრამო პოლიტიკა და ცვლილებები მოხდა საეთერო ბადეში. ხვალიდან მაყურებელს კორონავირუსთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას  და კვალიფიციურ რჩევებს გადაცემა „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ სპეციალური პროგრამით მიაწვდის. გადაცემა ყოველდღე, საღამოს რვა საათზე გავა ეთერში. საქართველოს პირველი არხი ევროპის მედია-სტანდარტებს ითვალისწინებს, უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და შესაბამისი წესები დაიცვან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან