საქართველოს პირველი არხის განცხადება


მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოს პირველი არხი მუდმივად უთმობს დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს. დეპუტატობის კანდიდატებს შორის სამჯერ გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა 14-მა კანდიდატმა მიიღო. „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში კი ათ-ათი წუთი დაეთმო 15 კანდიდატს. არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მომავალშიც ყოველდღიურად დაეთმობათ დრო „მოამბის“ მთავარ, 21-საათიან გამოშვებებში.

ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხი კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში მონაწილეობისთვის ზუგდიდის მერობის კანდიდატებს და პასუხისმგებლობას იღებს, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პოზიცია ამომრჩეველს თანაბარ პირობებში გააცნონ.

იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, საქართველოს პირველი არხი სთხოვს ზუგდიდის მერობის კანდიდატებს, უახლოეს ორ დღეში გვაცნობონ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რათა დროულად შევძლოთ გადაცემის დაგეგმვა და მონაწილეებთან დებატების თარიღისა და ფორმატის შეთანხმება. 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან