ოპოზიცია: საარჩევნო კამპანიის დროს სუს-ის ზონდერ ჯგუფები თავს დაგვესხნენ
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მოსახეობასთან შეხვედრის დროს სოფელ რიყეში თავს სუს-ის მიერ მართული ზონდერ ჯგუფები დაესხნენ. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ მერიის და პოლიციის თანამშრომლებიც. „მე და ჩემს მეგობრებს, როდესაც ვიყავით კარდაკარ შეხვედრებზე ,თავს დაგვესხნენ სუს-ის მიერ მართული ზონდერ ჯგუფები. როდესაც მოვახდინეთ ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება, რომელიც არის მერიის თანამშრომელი, ტერიტორია დატოვეს. ის გამოირჩეოდა აგრესიით, იყო ნასვამი. მოგვიანებით, ზონდერ ჯგუფები კვლავ დაგვესხნენ თავს. ეს ადამიანები ყველაფრისთვის მზად იყვნენ. ისინი წარმოადგენენ სუს-ის მიერ დაორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს. ირაკლი შელია, ზაზა შელია, ირაკლი ტიბუა, საბა ფირცხალავა, რობერტ ბენდელიანი - აი, ეს ადამიანები არიან, რომელთაც ადგილზე აკვირდებოდა და კოორდინაციას უწევდა ვახანია, რომელიც არის მერიის თანამშრომელი. ეს დაორგანიზდა ადგილობრივ შტაბში, სუს-ის თანამშრომლის ლაშა ვეკუას მიერ, რომელიც ყველამ იცის, რომ სოფელ რიყეში საარჩევნო შტაბში ზის. დაგვყვებოდა შოთა ბაჯალაძეც, რომელიც, ასევე სუს-ის თანამშრომელია. ჩვენ მოსახლეობასთან არავითარი პრობლემა არ გვქონია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამომრჩევლებს ვერ შეაშინებენ. ამ ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს უკვე ვაცნობეთ“, - თქვა ბრიფინგზე დეკანოიძემ. ოპოზიციამ ჟურნალისტებს მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალაც წარუდგინა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საარჩევნო გარემო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების ბრალდებები მმართველი ძალის მიმართ და „ქ...
Radio Atinati
ეუთოს ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კამპანიის დაწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიი...
Ajara TV