საარჩევნო კამპანია


მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ვანში ოპოზიციის მიერ შეთანხმებული მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას. წარდგენის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა გამოჩნდა, საიდანაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პროვოკატორი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც „ქართულ ოცნებასთანაა“ აფილირებული.

ვანის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ოპოზიციამ დღეს წარადგინა. ვანის მერის პოსტზე გასამარჯვებლად არჩევნებში ბადრი მებურიშვილი იბრძოლებს. მისი თქმით, დღეს ვანში მთავარი პრობლემა ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პროგრამების ნაკლებობაა. გამარჯვების შემთხვევაში, მებურიშვილი ამომრჩეველს ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან