ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი შესაძლოა ევროპული პარკების ასოციაციის წევრი გახდეს
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და ადგილორბივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რეაბილიტირებული ბაღი ტურზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. „ეს არის ისტორიული ობიექტი, რომელიც ბევრ ტურისტს მოიზიდავს. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება“, - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ. ნიკოლოზ ანთიძის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბოტანიკური ბაღი ევროპული პარკების ასოციაციის წევრი გახდეს და დადიანების კომპლექსი მსოფლიო ასპარეზზე სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი. „ეს არის კულტურული მნიშვნელობის ეროვნული ძეგლი. მისი არსი სწორედ ის არის, რომ იყოს ცოცხალი ორგანიზმი. ამ პროექტზე სამი წელი მუშაობდა დიდი ჯგუფი და მივიღეთ უნიკალური შედეგი. ევროპული პარკების ასოციაიცის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პარკი იმსახურებს ევროპული ასოციაცის წევრობას. ვმუშაობთ დოკუმენტაციის წარსადგენად... ვფიქრობ, რომ ეს ბაღი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში“, - თქვა ანთიძემ. ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ჯავა“ ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ზუგდიდის მერიას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო 30%-ს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს
Radio Atinati
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
Livepress. ge
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
info9 info99
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
szs investinsamegrelo
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე
Livepress. ge
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი (Zugdidi Botanical Garden)
Lika Abralava
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა
odishitv
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ფასიანი გახდა
მაუწყებელი • Mautskebeli