რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში - გამოძიების პირველადი შედეგები
პოლონეთში სამხედრო მზადყოფნის დონე იზრდება. მკაცრდება საჰაერო სივრცის კონტროლიც. უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონური სოფელი პშევოდუვი მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრშია. წინასწარი მონაცემებით, ფერმის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტის ნამსხვრევები რუსული წარმოებისაა, თუმცა ოფიციალური ვარშავა ნატოს წევრ პოლონეთზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას არ ადასტურებს - პოლონეთის ხელისუფლების პირველადი ვერსიით, პოლონეთის სოფელში უკრაინული ძალების მიერ წარუმატებლად გასროლილი ის რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც სინამდვილეში რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად იყო გაშვებული. გუშინდელი აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. პოლონეთზე რუსეთის თავდასხმის ვერსიას არ იზიარებს ნატო და აშშ-იც, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მდივანი მომხდარში მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობას ხედავს და აღმოსავლეთ ფლანგზე მონიტორინგის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. პოლონეთის სოფელში მომხდარმა აფეთქებამ „დიდი ოცეულის“ სამიტის და საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 16 ნოემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკის შუალედური არჩევნები და სიტუაცია ხერსონში
ამერიკის ხმა
ჯო ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების საგანგებო შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 130-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ომი გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლდოვაში რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster