ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების საგანგებო შეხვედრა

16.11.2022 00:29

ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, ისინი აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ. ცნობას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ბრიუსელში ელჩების შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება. სტოლტენბერგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელში ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: