ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - შეფასებები


ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები შესაძლოა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდეს. 

ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის და შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში“ კიდევ უფრო გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მიზეზით ხსნიან და აცხადებენ, რომ  ინიციატივა საზოგადოებაში საარჩევნო სისტემის მიმართ მეტ სანდოობას გააჩენს.  ხელისუფლების არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის, სადაც ყურადღებას ქვეყანაში კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ამახვილებენ და ინიციატივას წინასაარჩევნოდ ქულების დაწერის მცდელობად აფასებენ. „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეების განცხადებებიდან გამომდინარე ჯერ გაურკვეველია  დაუჭერს თუ არა  მხარს ოპოზიცია საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის განხილვაც პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე უნდა დაიწყოს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან