მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების კუთხით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 მილიონს აღწევს. ბოლო მონაცემებით, 39 მილიონზე მეტმა ამერიკელმა საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მიიღო. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ევროპის კონტინენტზეც. საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 20 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 191 პაციენტი. ქვეყანაში ახალი კარანტინის დაწესებას არ გამორიცხავენ. გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 8 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 231 ინფიცირებული კი დაიღუპა. დიდ ბრიტანეთში კი გასულ დღე-ღამეში ვირუსით 828 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში კარანტინია დაწესებული, დახურულია სკოლები. რაც შეხება საქართველოს სამეზობლოს, თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანში ვირუსი კიდევ 115 ადამიანს დაუდასტურდა. სომხეთში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების ჯამური რაოდენობა 168 ათასს აღწევს. რუსეთში კი, ჯამში „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 950 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.