კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

24.01.2021 00:54

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 15 846 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი კიდევ 600 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლით, პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც ვირუსი სულ 24 მილიონ 413 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, 10 მილიონ 639 ათასი კოვიდინფიცირებულით. შემდეგი ბრაზილია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთია. მსოფლიოში კოვიდ-19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ 20 ქვეყანას შორის, 100 ათას მოსახლეზე მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთს აქვს. მონაცემთა ანალიზის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე, კოვიდ-19-თან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები გაერთიანებულ სამეფოში 144 ადამიანს აღწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: