ზუგდიდის ინტელექტკლუბის ვირტუალური ცხოვრება და ნინელი ჭითანავას სახელობის ტურნირი
01/23/2021
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთ დროს ყველაზე ხმაურიან სივრცეში უცნაური სიმშვიდეა. ოთახში, სადაც მოზარდები თითქმის 20 წელია ინტელექტუალური თამაშებისთვის იკრიბებიან, ინტელექტკლუბის უცვლელი ხელმძღვანელი, ჯენეტ ქვარცხავა მარტოა.
ნორჩი მოაზროვნეებისთვის შემეცნებით გაკვეთილებსა და შეჯიბრებებს ის პანდემიის გამო ონლაინ ატარებს.
\"გვაქვს ონლაინ სივრცის პრობლემა. პროგრამების უმეტესობა ლიმიტირებულია, ხშირად არის ინტერნეტის ხარვეზებიც, ამიტომ გაკვეთილებსაც და თამაშებსაც სახლიდან ვატარებ. ხანდახან აქ მოვდივარ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ მასწავლებელი მაინც აქაა, რომ დავბრუნდებით, დაგვხდება, ისე როგორც ყოველთვის\", - გვეუბნება ჯენეტ ქვარცხავა.
თამაშები ონლაინ გამართვა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე დარბაზში, თუმცა კლუბის ხელმძღვანელი ცდილობს, ლეპტოპებისა და ტელეფონების ეკრანებზე გადანაცვლებული \"რა? სად? როდის?\" და სხვა შეჯიბრებები საინტერესო და სახალისო გახადოს:
\"შეგიძლია გაუზიარო ეკრანი, ანახო ვიდეო, მოასმენინო მუსიკის ფრაგმენტი. მოზარდს თუ საინტერესო ფორმით არ მიაწოდე ეს ყველაფერი, არ გაგიჩერდება, ამიტომ მეც ვსწავლობ რაღაცეებს, ბავშვებზე მეტსაც კი\".
მას შემდეგ, რაც პანდემიამ სასახლის ყველაზე ბობოქარი ოთახიც გააჩუმა და გარშემო ყველას ცხოვრების განრიგი და გეგმები შეცვალა, ჯენეტ ქვარცხავა დიდხანს ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა კლუბის წევრებთან მუშაობა. შიშობდა, რომ ინტერესი მოიკლებდა, თუმცა როგორც კი გაკვეთილებისა და თამაშების განახლებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, ინტელექტკლუბში გაწევრიანების უამრავი თხოვნა მიიღო. ახლა მსჯელობაში მოზარდებთან ერთად ხშირად მათი ოჯახის წევრებიც ერთვებიან.
\"ძალიან ცოცხალი გაკვეთილები გვაქვს, მხურვალე დებატები, განხილვები, ერთმანეთს უმტკიცებენ თავიანთ აზრს, მიზიარებენ მე ახალ შთაბეჭდილებებს. ასევე, რაც აქვს დადებითი ჩვენს შეხვედრებს, არის ის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, აქ არ ამოწმებენ ბავშვებს გაკვეთილის შესრულებაზე და უწერენ ნიშანს. ეს თავისუფალი სივრცეა. მათ შეუძლიათ ისაუბრონ იმ თემაზე და იმსჯელონ იმ საკითხებზე, რაც მართლა აინტერესებთ. ზოგჯერ მთელი ოჯახი ბავშვს გულშემატკივრობს, მონაწილეობენ მშობლები, ბებია-ბაბუებიც კი. ბევრი გამოწვევა გაუჩნდათ ბავშვებს სახლში ყოფნისას, მათ სჭირდებათ ის სიხარული, აღიარება, რომელიც თუნდაც იმ ერთი საათის განმავლობაში აქვთ ამ თამაშზე. არიან უზომოდ ბედნიერები. მგონია, რომ ამ დროს მომავალ წარმატებებზე ფიქრობენ\", - ამბობს ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი.
წელს ტრადიციული ტურნირი \"მოაზროვნე\" მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის გარდაცვლილი დირექტორის, ნინელი ჭითანავას სახელობისაა.
\"კლუბის უდიდესი ქომაგი, რომელმაც წლების წინ გაიზიარა მისი არსებობის საჭიროება და ძალიან რთულ წლებში უჭერდა მხარს კლუბის შენარჩუნებას, ნინელი ჭითანავა სწორედ ამ ვერაგ ვირუსს ემსხვერპლა. ეს ძალიან დიდი შოკი იყო ჩვენთვის, მოუშუშებელი ტრავმაა მთელი სასახლისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ბავშვები ძალიან განიცდიდნენ და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ტურნირი მიგვეძღვნა ქალბატონო ნინელის ხსოვნისთვის. ამან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რიგში დადგნენ ჯგუფები რომ ეთამაშათ. მწერდნენ ბავშვები - აი დღეს ჩვენ ვითამაშებთ, აი მომდევნო შაბათს ჩვენ... როცა თამაშს ვატარებთ, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ადამიანებს, რამდენად ვერაგია ეს დაავადება, რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ჯანმრთელად და საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს და ვიყოთ დაცულები\", - გვეუბნება ჯენეტ ქვარცხავა და ცრემლებს ვერ იკავებს.
ნინელი ჭითანავას სახელობის ტურნირში, რომელიც მაისამდე გაგრძელდება, უკვე ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. როგორც კლუბის ხელმძღვანელი გვიხსნის, ყველა თამაშში ვლინდება საუკეთესო მოაზროვნე, რომელსაც, როგორც ყოველთვის სიმბოლურად, წიგნებით ასაჩუქრებენ.
\"გვყავდა ტურნირში პირველი საუკეთესო მოთამაშე და წიგნი უნდა გადაგვეცა, აღმოჩნდა, რომ თვითიზოლაციაშია და კოვიდით იყო დაავადებული. საჩუქრის გადაცემაზე რომ მიდგა საქმე, მასწავლებელო, ახლა კარანტინში ვარ, დასრულდება და მოვალ მივიღებ წიგნსო\", - ეღიმება ჯენეტს.
ახლა ახალგაზრდა ზუგდიდელი მოაზროვნეები და მათი მასწავლებელი პანდემიის დასრულებას და საყვარელ ოთახში შეკრებას ელოდებიან. ჯენეტ ქვარცხავა ამბობს, რომ ყველაზე მეტად ცოცხალი ურთიერთობები ენატრებათ და სჯერა, რომ როდესაც მონატრებულ ხმაურს დაუბრუნებენ, ეს მოზარდებს დისტანცირებით გამოწვეული გაუცხოების დაძლევაში აუცილებლად დაეხმარებათ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...