ომის 200 დღე - ვითარება უკრაინაში


უკრაინელთა კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობს - ქვეყნის გენშტაბი ხერსონში 500-ს კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულად აცხადებს. ხარკოვის მიმართულებით წარმატებული შეტევის შედეგად კი უკრაინელი სამხედროები რუსეთის მოსაზღვრე დასახლებებს აკონტროლებენ. თუმცა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაინც ქალაქ იზიუმისა და კუპიანსკის გათავისუფლებაა, სადაც უკრაინის არმიამ რუსეთის ექვსთვიანი ოკუპაცია დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა შეტევა ლუგანსკის მიმართულებითაც დაიწყეს. მოსკოვი ყველა ამ ცნობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკან „გადაჯგუფების“ მიზნით დაიხიეს. პარალელურად, რუსეთი სარაკეტო დარტყმებს განაგრძობს. დაიბომბა ხარკოვის ელექტროსადგური, შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა წყლისა და დენის გარეშე დარჩა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან