სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ბოლქვაძის საქმეზე

17.06.2019 01:41

15 წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, 2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ, გულნარა სარიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას. სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა. საქმის ადვოკატის, ემზარ პაქსაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ სამოქალაქო კოდექსში სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად ცვლილებები მოითხოვა, რადგან ქართულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს უარი თქვა გარდაცვლილის დედისთვის მორალური ზიანის გამო კომპენსაციის გაცემაზე. მაისში სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2008 წლის გადაწყვეტილება და კომპენსაცია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა. შემთხვევა 2004 წლის 16 თებერვალს მოხდა. „აჭარგანათებაში“ მომუშავე გიორგი ბოლქვაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. იგი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში 14 მარტს გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის საქმეზე
06:14

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის საქმ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მამალაძის საქმე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
09:13

მამალაძის საქმე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
07:36

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე
06:22

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „კორტების სპეცოპერაცი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე
08:56

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
01:37

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
01:56

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
24:55

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

TV IMEDI

ყველა ვიდეო