სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე. 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სტრასბურგმა გიორგი ცააძის და ირაკლი ფირცხალავას მიმართ ჩატარებული სასამართლო პროცესები სამართლიანად მიიჩნია და დაადასტურა, რომ სროლა სპეცოპერაციის დროს მოკლული ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მხრიდან არ ყოფილა პროვოცირებული. კრიმინალური პოლიციის დირექტორის ყოფილი მოადგილე და სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე საქართველოში გამოტანილ განაჩენს და ცალკეულ მოწმეთა ჩვენებებს აპროტესტებდნენ. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ თავიდან დაწყებული გამოძიების შედეგად ორივე ექს-მაღალჩინოსანი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. 17 წლის წინანდელ სპეცოპერაციას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შეიარაღებულ თავდამსხმელების მიერ დაგეგმილი დანაშაულის აღკვეთით ახსნა, ორი ახალგაზრდის - ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიების დროს რეზონანსულ საქმეზე არავინ დასჯილა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაზაგაშვილის საქმე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გადაწ...
Maestro Television
სტრასბურგის გადაწყვეტილება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე...
TV IMEDI
სტრასბურგის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაზაგაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კიდევ ერთი რეზონანსული საქმე და სტრასბურგის გადაწყვეტილება
TV IMEDI
ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან არჩილ თალაკვა...
TV IMEDI
სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას აქვეყნებს
TV IMEDI