ვაზაგაშვილის საქმე


რა დარღვევები გამოავლინა სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეში, -  დარღვევებზე, რომელთა საფუძველზეც დავა სახელმწიფოს დამარცხებით დასრულდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეს-რელიზშია საუბარი. 

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გამოკვეთა ხარვეზები საქმის პირველ გამოძიებაში. პოლიციის ოფიცრებმა, რომლებმაც 2006 წელს განახორციელეს ოპერაცია, თავადვე მიიღეს პირველადი საგამოძიებო ზომები. თბილისის პროკურატურამ ვერ მოახერხა განმცხადებლისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება, დაფიქსირდა პროცედურული სამართლის არარსებობა, რამაც მომჩივანს  არ მისცა საშუალება, გაესაჩივრებინა სასამართლოში პროკურატურის გადაწყვეტილება. როგორც ევროსასამართლო აღნიშნავს, ეროვნული სასამართლოების დასკვნებმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ბოროტი წინასწარი განზრახვით განხორციელდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა.
შეგახსენებთ, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობებით ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ,  2006 წლის 2 მაისს ჩატარდა. განახლებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის დაპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის მოადგილემ,  ირაკლი ფირცხალავამ  პირადი მოტივით, ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მიზნით დაგეგმა.  განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით, 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავეს. მათგან  7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მათ განრიდება გაუფორმდათ. ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელ გიორგი ცააძეს, რომელმაც გამოძიების ვერსიით, განახორციელა საკონტროლო გასროლა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან